Saturday, June 6, 2015

პროექტის მეექვსე დღე

დღეს ელექტრონული სახელმძღვანელოს შინარსობრივ ნაწილში ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე  - მოსწავლეთა პროექტის შეფასება- ამ მოდულით გავიგე თუ როგორ გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ა.შ. მოსწავლის მიერ შინაარსის ათვისების ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. უკუკავშირის გაზიარებისათვის საინტერესოა 3-2-1 -ს ანუ

      1.         სამი შეკითხვის დასმა
      2.       ორი კომენტარის გაკეთება
      3.       ერთი რცევის შეთავაზება.

განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,გავაკეთეთ თვითშეფასება (ეს აუცილებელი პროცესია და გვიადვილებს მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების დაგეგვას).
მოვამზადეთ საბოლოო პოდუქტი -  მოსწავლის შეფასების რუბრიკა ცხრილის სახით.

პროექტში წავიმუშავეთ მოსწავლის საბაზისო უნარებზე და სასწავლო პროცედურებზე.

დღევანდელი დღეც საკმაოდ საინტერესო იყო.

No comments:

Post a Comment